განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პოექტებს აჯამებს:
„ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის განმავლობაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში ფუნდამენტურ პროგრესს მიაღწია, რომელიც შედეგს გამოიღებს რამოდენიმე წელში.
1. ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროზონაში და ასოცირების ხელშეკრულება იძლევა საშუალებას ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობები დამყარდეს ევროკავშირის ბაზრებთან.
2. აბრეშუმის გზა და ანაკლიის ახალი პორტი. ეს არის ის ფუნდამენტური ეკონომიკური მოვლენა, რის შედეგადაც საქართველო უკვე შეძლებს თავის დამკვიდრებას მსოფლიო ეკონომიკურ რუქაზე. საქართველო გახდება მთავარი ტრანზიტორი ქვეყანა რეგიონში და ეს იქნება გარანტი მისი დაცულობის და უსაფრთხოების.
ეს არის პოლიტიკა და ეს არის პოლიტიკური კურსი ქართული ოცნების. მაქსიმალური ინტეგრირება ევროკავშირთან და მსოფლიო ეკონომიკურ რუქაზე ჩვენი როლის და საჭიროების წარმოჩნება,
ამ ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმით ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც ფუნდამენტური რეფორმების ავტორი პოლიტიკური ორგანიზაცია."- წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.