reportiori.ge - ჰუმანითი ჯორჯია გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:33
საზოგადოება
ჰუმანითი ჯორჯია გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობს
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 23:09

 

 

ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯია, ჰუმანიტარული დახმარების სახით,  გრიპის საწინააღდეგო პრეპარატებს დედაქალაქში მოქმედ საოჯახო მედიცინის იმ ცენტრებს გადასცემს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს.


პრეპარატ სანტაქოლდის მოცულობითი პარტია დღეს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს გადაეცა.


კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია მიესალმება ჯანდაცის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სეზონურად, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24 საათიანი მომსახურების ცენტრების არსებობასთან დაკავშირებით.


„გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24 საათიანი მომსახურების ცენტრების გახსნა დროული და მართებული ნაბიჯია. ჰუმანითი ჯორჯია ამ ჰუმანიტარული აქციით უერთდება გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო კამპანიას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ანტიგრიპული პრეპარატი - სანტაქოლდი, პროექტში ჩართული საოჯახო სამედიცინო ცენტრების პაციენტებისთვის დროული და შესაბამისი საჩუქარი იქნება", - განაცხადა ანდრიი კუზმამ.


საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამედიცინო დირექტორის ბექა იოსელიანის თქმით, სეზონური გრიპის ვირუსის მკურნალობის თვალსაზრისით, ჰუმანიტარული დახმარების სახით აღნიშნული პრეპარატის საოჯახო მედიცინის ცენტრებისთვის გადაცემა გარკვეული შეღავათი იქნება პაციენტებისთვის.

„ვირუსის მძლავრი ტალღა, ამ ეტაპზე,  აღარ შეიმჩნევა, თუმცა, მოგეხსენებათ, გრიპს ახასიათებს სეზუნურობა. ამდენად, ვფიქრობ, ახლაც და მომავალშიც, ჩვენი და ჩვენი კოლეგებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადმოცემული ანტიგრიპოზული მედიკამენტები ჩვენი პაციენტებისთვის გრიპთან გამკლავების კარგი საშუალება იქნება. " - განაცხადა  ბექა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, გრიპთან ბრძოლის 24 საათიან პროექტში დედაქალაქის მასშტაბით ჩართულია საოჯახო მედიცინის შემდეგი ცენტრები:  საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი"-(მის: წინამძღვრიშვილის ქ.57); კლინიკა "მედსი"- (მის: ქიაჩელის ქ.N18); თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო - (მის:ვაჟა-ფშაველას გამზ. N29) და კლინიკა "მედკაპიტალი" - (მის:გლდანი, ვეკუას ქ.N18)


ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის, ანდრიი კუზმას განცხადებით, მათ მიერ იმპორტირებული მაღალი ხარისხის და იმავდროულად, ყველასტვის ხელმისაწვდომი პრეპარატები უმოკლეს ხანში გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კონტრაქტორი ფარმაცევტული ქსელების აფთიაქებში.


ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.  


მისივე თქმით, გარდა პირველ ეტაპზე, 250-მდე დასახელების EU GMP- ის სერთიფიკატის მქონე და სერიულ კონტროლს დაქვემდებარებული ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, ჰუმანითი ჯორჯიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ,  გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016