reportiori.ge - დავით საგანელიძე: ყველას გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, 100 საავადმყოფოს პროგრამა როგორ ჩავარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:33
საზოგადოება
დავით საგანელიძე: ყველას გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, 100 საავადმყოფოს პროგრამა როგორ ჩავარდა
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 23:21



„საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და „საპარტნიორო ფონდის" ერთობლივ გეგმებზე ისაუბრა.


როგორც საგანელიძემ გადაცემაში 2030 აღნიშნა, ამჟამად საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში დიდი პრობლემებია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც 3 მსხვილი ჰოსპიტალის ბაზაზე დიდი სამედიცინო ცენტრის გაკეთებას გულისხმობს, ამ მხრივ  პრობლემებს ძირეულად შეცვლის.


„ყველას გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, 100 საავადმყოფოს პროგრამა როგორ ჩავარდა. საერთოდ, ჰოსპიტალურ სექტორში დიდი პრობლემები გვაქვს. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 3 მსხვილი ჰოსპიტალის ბაზაზე დიდი სამედიცინო ცენტრის გაკეთება იგეგმება. საუბარია 460 საწოლიან კლინიკაზე, რომელიც 3 ცენტრს გააერთიანებს და 247 პოლიკლინიკაზე. პროექტი 500 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ითვალისწინებს. სახელმწიფო ჩვენი ფონდის სახით მონაწილეობს. ტენდერში გამოიკვეთა "ალფა მედ კონსორციუმი", რომელშიც სხვადასხვა კომპანიები შედის. ჯერჯერობით, ისინი გამარჯვებულები არ არიან, მაგრამ გამოკვეთილი ლიდერები არიან.

 

ფონდმა რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა დააფინანსა, მაგრამ არცერთი კომპანია არ გამოსულა და არ უთქვამს, ჩვენი კონკურენტი სასტუმროების აშენებას რატომ აფინანსებთო. ფარმაციაში რატომ არის ასეთი შიში?! როგორც ჩანს, დიდ მოგებებს მიეჩვივნენ და კონკურენციის პირობებში მუშაობა გაუჭირდებათ. ყველას მოვუწოდებ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს მიეჩვიონ. მთავარია, მოსახლეობა იყოს კმაყოფილი, თორემ ქვეყანა, ერთი-ორი კომპანიის უკმაყოფილებას როგორმე აიტანს." - განაცხადა დავით საგანელიძე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016