reportiori.ge - დავით საგანელიძე: მედიკამენტებზე არაადექვატური ფასებია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:52
საზოგადოება
დავით საგანელიძე: მედიკამენტებზე არაადექვატური ფასებია!
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 23:50



„საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარის დავით საგანელიძის განცხადებით დღეს საქართველოში მედიკამენტებზე ფასები ძალიან გაზრდილია, რაც მოსახლოებას ძლიერ აწუხებს. როგორც დავით საგანელიძემ გადაცემაში 2030 განაცხადა, მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში ამ მხრივაც მიმდინარეობს. 



„მედიკამენტებზე ფასები არაადექვატურია, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს. ხელისუფლების პირველი დაპირება არსებული ფასების დაწევა იყო. ფასების დაწევის ორი მეთოდი არსებობს. ერთია ბიზნესზე ძალადობა, რომელსაც არასოდეს გამოვიყენებთ. მეორე - ღია კონკურენცია, რის შედეგადაც, მოსახლეობა ხარისხიან მედიკამენტებს იაფად მიიღებს. ძალიან კარგია, რომ ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორის მიმართულებით, ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით ხორციელდება.


ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა წელს, გაზაფხულზე დაიწყება. წარმოების დაწყებამდე 2 წელია. ქარხანამ, მინიმუმ, 900 პრეპარატი უნდა აწარმოოს. ეს არ იქნება ორიგინალი პრეპარატები, მაგრამ ხარისხის გარანტი იქნება სახელმწიფო კონტროლი. წარმოების დაწყებამდე, კომპანიამ პრეპარატების შემოტანის ვალდებულება აიღო, რითაც ამ პრეპარატებზე ფასი 30 %-ით გაიაფდებოდა. ქარხნის ამუშავების შემდეგ, ფასი ნახევარი იქნება. ჯერჯერობით, საუბარი 411 პრეპარატზეა." - განაცხადა დავით საგანელიძემ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016