„უფლებადამცვეთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე დავა, რომელიც წილების გადანაწილებას ეხება, აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდეს და გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს.
როგორც მჟავანაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში" განაცხადა, მედიას ძალიან დიდი პასუხსმგებლობა აკისრია, ამიტომ ამა თუ იმ მედია საშუალებების ხელმძღვანელობამ პოლიტიზირებული განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.
„ვერ ვხედავ, რომ „მაესტროს" საქმეებში ხელისუფლება ერეოდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, CNN-ის BBC-ის ან „ევრონიუსის" ხელმღვანელობა რომ დაემუქროს ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყნისა, თუ თქვენ არ მიიღებთ შესაბამის გადაწყვეილებას სასამართლოში, ჩვენ პრობლემებს შეგიქმნითო?
მსგავსი ტიპის განცხადება მანამდე გვარამიას მიერ იყო გაკეთებული, თქვენ კარგად გახსოვთ რომ „ჯოჯოხეთის მოგიწყობას" აპირებდა და შემდეგ უკვე ბაია გადაბაძის მიერ იქნა გაკეთებული განცხადებები, როდესაც მან თქვა, რომ „ჩვენ მოგყვანეთ თქვენ ხელისუფლებაში და ახლა წესიერად იყავითო." ვფიქრობ, ამ ტონალობაში არ უნდა იყოს საუბარი. მედიას პასუხისმგებლობაც ბევრი აკისრია.
როდესაც ევროპულ ფასესულობებზე ვსაუბრობთ და წამყვან ევროპულ მედია საშუალებებს ვედრებით, წარმოიდგინეთ თქვენ BBC-იმ დახმარება სთხოვოს ამა თუ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს. რა შუაში იყო თინა ხიდაშელი? რა დახმარება უნდა გაეწია თავდაცვის მინისტრს? ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ყველაფერი უნდა გადაწყდეს სამართლებრივი გზით."- განაცხადა მჟავანაძემ.