reportiori.ge - „მაესტროს“ ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:34
საზოგადოება
„მაესტროს“ ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 11:17

„მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს.



„კიდევ ერთხელ, „მაესტროზე" არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.

ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს „მაესტროს" გუნდის სახელით.

ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა", - ნათქვამია განცხადებაში.



განცხადებას ხელს აწერენ გადაცემების: „კონტაქტი", „მაესტროს ფაქტორი", „ბიზნესკონტაქტი", „საქმიანი დილა" და „ერთი წუთი მაესტროზე" ჟურნალისტები.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016