reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: მეუღლენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი და მამაკაცი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:44
პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე: მეუღლენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი და მამაკაცი
10 თებერვალი, 2016. 13:01

„მეუღლენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი და მამაკაცი", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამარცხვინოდ მიაჩნია, რომ საკანონმდებლო სივრცეში ვერ მოიძებნა 76 დეპუტატი, რომლებიც ხელს მოაწერდნენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას და დაადასტურებდნენ, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა.

 

„თავად ის ფაქტი, რომ ეს თემა ჩნდება დღეს ჩვენს სამართლებრივ, ზნეობრივ, იურიდიულ და მორალურ სივრცეში, არის ძალიან შეურაცხმყოფელი ქართველი საზოგადოებისთვის. საზოგადოება დაიღალა ამ თემებზე მსჯელობით. საზოგადოების ყოფა-ცხოვრების კანონზომიერება საუკუნეებია გაწერილია ქართულ დღის წესრიგშიც სამოქალაქო კოდექსშიც. დღეს რომ მეუღლეთა პერსონიფიცირება უნდა მოხდეს ქალად და მამაკაცად, ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობაც კი, უბრალოდ, დიდი შეურაცხყოფაა ქართველი საზოგადოებისთვის. მეუღლენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი და მამაკაცი.

 

მაგრამ, მეორე მხრივ, ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, დაისმის კითხვა, თუკი კონსტიტუციაში ის ჩანაწერი არ გვაქვს, რაც მოგვეპოვება იერარქიით უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ კანონმდელობაში, რა უშლით ხელს ჩვენს კანონმდებლებს, რომ მოაწერონ ხელი იმ პეტიციას, რომელიც სანდრო ბრეგაძის მიერ იქნა წარდგენილი გუშინ პარლამენტში? ძალიან მარტივად დგას საკითხი, 76 დეპუტატი არ უნდა მოიძებნოს 5 წუთის განმავლობაში, რომ ძალიან ბუნებრივად გაეცეს კითხვებს პასუხი?!

 

ძალიან სამწუხაროდ და სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ ვინაიდან 76 დეპუტატი ჯერ ვერ მოიძებნა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, საკითხი უკვე ისე დადგა, რომ სარეფერენდუმო შეკითხვა გაეგზავნა გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას", - განაცხადალორთქიფანიძემ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016