reportiori.ge - კახა კალაძე: ვმუშაობთ, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:37
საზოგადოება
კახა კალაძე: ვმუშაობთ, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 15:40

„ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით", - ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება და 1 აპრილიდან მომხმარებელს 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრის გადახდა მოუწევს.


„ეს არის 2008-2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, სოციალური სეგმენტის ნაწილობრივ დერეგულირება. ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ წახალისება მომხდარიყო გაზიფიცირების სამუშაოების, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ „სოკარს" და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი.


ზოგადად ეს პრობლემა არა მარტო კახეთს უდგას, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიც, მათ შორის თბილისსაც. მაგალითად, მუხიანის დასახლებაში არის 2 ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს - უფრო მაღალი. მე ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები და არა განსხვავებული", -განაცხადა კახა კალაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016