reportiori.ge - როგორ გავიაროთ რეგისტრაცია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:36
საზოგადოება
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 15:55

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 9 თებერვლის 10:00 საათიდან 15 მარტის 18:00 საათამდე იწარმოებს.


რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge),


აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები - არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა - არანაკლებ 1 გამოცდისა).


15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).


ასეთი შესაძლებლობა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დანერგვასთან ერთად გაჩნდა - წინა წლებში ტესტების უცხოეთში დასაბეჭდად დაზუსტებული ინფორმაცია თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, 2016 წლიდან პროცესი ამ კუთხითაც გაცილებით მოქნილი გახდება.


მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (1 ივნისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.


რაც შეეხება ცნობარს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით 9 თებერვლის 09:00 საათზე გამოქვეყნდება.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რეგისტრაციასთან დაკავშირებით შემდეგში მდგომარეობს, აბიტურიენტებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, რომ საგამოცდო ბარათი ნებისმიერი კომპიუტერიდან პირადი გვერდიდან ამობეჭდონ.


რაც შეეხება გამოცდის საფასურს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, პირველ რიგში საქართველოს ბანკში უნდა გადაიხადოთ საგნების საფასური და შემდეგ უნდა გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია. თითო საგნის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.


2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:


აბიტურიენტები;


პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);


სტუდენტები;


მაგისტრანტობის კანდიდატები.


ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.


სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე.


წყარო: http://edu.aris.ge/

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016