reportiori.ge - „სოლიდარობის ფონდმა“ სიმსივნით დაავადებული 215 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:56
საზოგადოება
„სოლიდარობის ფონდმა“ სიმსივნით დაავადებული 215 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 16:24

სოლიდარობის ფონდი საქართველოს სოლიდარობის ფონდის საქმიანობის შემაჯამებელ რიგით მე-10 პერიოდულ ანგარიშს აქვეყნებს:

 

 

 

„თქვენი მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდში, დაფუძნებიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით საერთო ჯამში 2 704 339 ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ სიმსივნით დაავადებული 215 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება 1 122 887 ლარის, 2 137 009 აშშ დოლარისა და 827 301 ევროს მოცულობით.

 

215 შემთხვევიდან 106 ბავშვისა და ახალგაზრდის ძვირადღირებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

 

ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი გახლავთ ბათუმელი 15 წლის გიორგი ფირცხალაიშვილი, რომლის მკურნალობისათვის თურქეთში საჭირო 65 000 აშშ დოლარიდან სოლიდარობის ფონდმა 58 000 აშშ დოლარის დაფინანსება დაამტკიცა. დღეისათვის გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ჩვენ მოუთმენლად ველით ბავშვის მკურნალობის წარმატებით დასრულებას.

 

ჩვენ თქვენი დახმარებით არა მხოლოდ ბავშვების მკურნალობის დაფინანსება შევძელით, არამედ ათობით ოჯახი გადავარჩინეთ გაღარიბებას, რადგან მკურნალობის დაფინანსების ერთადერთი გზა ბევრი ოჯახისათვის საცხოვრებლის გაყიდვა იქნებოდა.

 

თქვენთან ერთად ჩვენ არაერთი სიცოცხლის ისტორია შევქმენით და თქვენი თანადგომით კიდევ მრავალ პატარას შევუნარჩუნებთ სიცოცხლეს.

 

უღრმეს მადლობას გიხდით ფონდის თითოეულ გულშემატკივარს, რომ გვაძლევთ ბავშვების სიცოცხლისათვის ბრძოლის საშუალებას. შემოგვიერთდით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016