reportiori.ge - ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიები“ იუბილარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:55
საზოგადოება
ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიები“ იუბილარია
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 16:25

თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე ნია ონიაშვილის სამედიცინო კლინიკა „ბაიებს" 1 წელი შეუსრულდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართება  11 თებერვალს, 12:00 საათზე.    

 

ცერემონიას გახსნის კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი  ნია ონიაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომლები, ექიმები,  საქართველოს ბანკისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები.


კლინიკა „ბაიები" მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც წარმოდგენილია სამეანო-გინეკოლოგიური, ქირურგიული და ამბულატორიული განყოფილებები.


სამედიცინო კლინიკა „ბაიები", რომელიც  დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიციური მედპერსონალით, მომხამრებელს სთავაზობს პაციენტებზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკებს, მყუდრო და კომფორტულ პალატებს ინტერნეტით და ტელეფონით, ასევე ლუქსის ტიპის პალატებს. კლინიკა „ბაიები" აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო ტექნიკით, ლაბორატორიით, ვენტილაცია-კონდეცირების ფილტრული სისტემით, რაც პასუხობს მოთხოვნის თანამედროვე სტანდარტებს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის და ასევე, კერძო დაზღვევის პროგრამები. ამასთან, დღეს კლინიკაში არსებული ტარიფები ხელმისაწვდომს ხდის მას ნებისმიერი პაციენტისთვის.


კლინიკა „ბაიების" ხელმძვანელობას ამბიციური გეგმები აქვს, არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას, იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალი პაციენტი ეზიარება დედობის სიხარულს.


„ჩვენი სურვილია, სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, „ბაიები" თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარატურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს", - აღნიშნავს კლინიკის ხელმღძვანელი ნია ონიაშვილი.


ღონისძების დასასრულს,  გაიმართება მინი- ტური. მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ სამედიცინო კლინიკას და გაეცნობიან იმ თანამდროვე მიღწევებს, რომელიც „ბაიებს" სხვა კლინიკებისგან გამოარჩევს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016