reportiori.ge - ბაია გადაბაძე: გაფიცვა შევწყვიტე! გაორმაგებული ძალები მჭირდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:38
საზოგადოება
ბაია გადაბაძე: გაფიცვა შევწყვიტე! გაორმაგებული ძალები მჭირდება...
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 12:43

„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა.


ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაბაძემ ჟურნალისტებთან იუსტიციის სახლში განაცხადა.



„რეესტრმა მომცა 30-დღიანი ვადა. ვსარგებლობ 30-დღიანი ვადით კანონის ფარგლებში და ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვი, ანუ მოვიპოვო სამართალი. გაფიცვა შევწყვიტე, რადგან ახლა მჭირდება გაორმაგებული ძალები, ვინაიდან ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას. ამ 30 დღის ვადაში უნდა გაირკვეს რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს დაარეგისტრირებს თუ მე", - აღნიშნა ბაია გადაბაძემ.


მანვე საჯარო რეესტრში წარადგინა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ასლი. გადაბაძის თქმით, ამის შესახებ რეესტრს ინფორმაცია მიაწოდა.


„სასამართლოს მივმართე იმიტომ, რომ პარტნიორთა კრების ოქმი არის უკანონო და ვაპროტესტებ ამას. წარვადგინე განცხადება, რომ გავასაჩივრე სასამართლოში და ამის საქმის კურსში ჩავაყენე რეესტრი", - განაცხადა გადაბაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016