reportiori.ge - რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:53
საზოგადოება
რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 23:36

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ.


რა უნდა ქნათ ასეთ დროს?


პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა.


1. არავითარ შემთხვევაში არ დაემალოთ ბანკს. ზეპირი და წერილობითი ფორმით მიმართეთ და შეატყობინეთ, რომ უარს არ აცხადებთ კრედიტის გადახდაზე, მაგრამ ამ მომენტისთვის გამოუვალი სიტუაცია შეგექმნათ და ამის საშუალება არ გაქვთ (სამსახური დაკარგეთ, ავად გახდით ან სხვა).


2. წერილობითი ფორმით მოითხოვეთ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შეცვლა - ამას რესტრუქტურიზაცია ჰქვია. კრედიტის რესტრუქტურიზაცია ეს არის საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება (პროცენტები, ვადები და ა.შ.), რაც მოვალის სასარგებლოდ ხდება.


3. გახსოვდეთ, რომ კანონი თქვენს მხარესაა და თუ ვინმეს ვალი გაქვთ, მევალეებმა გიჩივლონ სასამართლოში და იმოქმედონ კანონმდებლობის ფარგლებში. თქვენი პასუხი კრედიტორების მიმართ ასე უნდა ჟღერდეს: "მე არ ვაცხადებ უარს გადახდაზე, მაგრამ ახლა ფული არ მაქვს, ამიტომ მიჩივლეთ სასამართლოში".


4. თუ თქვენ სასამართლოში, ასევე ბანკისთვის გაგზავნილ წერილებში ამტკიცებთ, რომ გადახდაზე უარს არ ამბობთ, იცოდეთ - არც ერთი სს კოდექსის მუხლი, რომლითაც ბანკები და მევალეები გაშინებენ, თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენება!


5. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც უკანონოდ სცნობს გადავადებულ კრედიტებზე დარიცხულ ჯარიმებს. და საერთოდ, ჯარიმები უნდა ირიცხებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, რომელიც მაგალითად საქართველოში დღეისათვის გაიზარდა და უკვე წლიურ 8%-ს შეადგენს.


გარდა ამისა ჯარიმების თანხა არ უნდა აჭარბებდეს კრედიტის თანხას!


ამიტომ, ჯარიმა დღეში 1%, რასაც კრედიტზე თავისი შიდა სიტუაციიდან გამომდინარე არიცხავს ბანკი, მათი გაბითურებაა, ვისაც საკითხი არ ესმის.


6. სასამართლო - ეს თქვენთვის გამოსავალია, ბანკისთვის კი არასასურველი სიტუაცია! სასამართლო ბანკის სასარგებლოდ რომ წყვეტდეს ყველაფერს, მაშინვე მას მიმართავდნენ და არ დაიწყებდნენ დასაშინებელი წერილების თქვენთან გზავნას, რომლებშიც სს კოდექსით და სასამართლოთი გემუქრებიან!


7. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ საკითხით დამოუკიდებლად დაკავდეთ, აიყვანეთ ე.წ. „ანტიკოლექტორი": ის გააფორმებს თქვენთან ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც გახდება თქვენი წარმომადგენელი და ურთიერთობა ექნება მევალეებთან და მათ წარმომადგენლებთან და შეასრულებს შემდეგ ქმედებებს:


- შეადგენს და გააგზავნის თქვენი სახელით წერილებს ბანკში და კოლექტორებთან. დაწერს საჩივარს პროკურატურაში და სხვა საჭირო ინსტანციაში.

- დაწევს ჯარიმებს 80-90%-ით.

- დაგეხმარებათ კრედიტის რესტრუქტურიზაციასა და გადავადებაში.

- დაგიცავთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან.



წყარო:bfm.ge

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016