„ნავთობით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში"ბედნიერების მინისტრის" პოსტი შეიქმნება."- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი" იტყობინება.
ქვეყნის პრემიერის შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი ბედნიერების საკითხებში მოქალაქეების ბედნიერების უზრუნველყოფაზე იმუშავებს.
"შეიქმნება ახალი პოზიცია, ბედნიერების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, რომელიცსოციალური სიკეთეებისა და კმაყოფილების კუთხით მთავრობის პოლიტიკაზეიმუშავებს", - დაწერა ქვეყნის პრემიერმა "ტვიტერზე".
გასულ კვირას შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდმა "ტვიტერზე" ასევე დაწერა, რომ სურს მინისტრად დანიშნოს 25 წლამდე ასაკის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე იმუშავებს. ამასთან, როგორც შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა აღნიშნა, იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება და ტოლერანტობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნაც.