reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: იყო დეტალები, რომლებიც ჩვენ შვილებს ფსიქიკას დაუმახინჯებდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:39
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: იყო დეტალები, რომლებიც ჩვენ შვილებს ფსიქიკას დაუმახინჯებდა...
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 02:02

დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის  განცხადებით სკოლებში ახალი საგნის შეტანა „მე და საზოგადოება" მრავალი საფრთხის შემცველი იყო და საგანი ბევრი ნიუანსის დახვეწას საჭიროებდა.


„შარშან ზაფხულში შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტრო ამ საგნის სკოლაში შეტანას აპირებდა, რის შემდეგაც, პროცესში საპატრიარქოსთან ერთად ჩავერთეთ. ჩვენთან კონსულტაციების შემდეგ, სტანდარტი დაივარცხნა და გაკეთილშობილდა. სახელმძღვანელოდან ამოღებულია ტერმინები - სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ა.შ. იყო დეტალები, რომლებიც ჩვენ შვილებს ფსიქიკას დაუმახინჯებდა. საგანზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. მიმაჩნია, რომ მისი სწავლების საჭიროება არ არსებობს. ვერ გეტყვით, ამჟამად რა ხდება. პეტიციას ხელი ნოემბერში მოვაწერე, პრესაში კი, ახლა გამოჩნდა." - განაცხადა დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გადაცემაში 2030.



„ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ მცირე ტირაჟით დაბეჭდილ წიგნებს - "კომპასი" და "კომპასიტო", საგანმანათლებლო სისტემასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს იყო ტყუილი, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს." - ამის შესახება გადაცემა 2030-ში საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016