reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:58
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირი საქართველოს ძალიან გულშემატკივრობს!
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 10:35

„ბრიუსელში ვიზიტი ძალიან საჭირო იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.


„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე. მართლაც და საჭირო დისკუსია და განხილვები იყო და დროული იყო ეს ვიზიტი.


საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში ჩაიტანა გზავნილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე დეტალური საუბარი შედგა როგორც ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერთან და ევროკომისრებთან.

 

ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და შეგრძნებით, რომ საქართველოში რეფორმები, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს, სრული კურსით ხორციელდება და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016