reportiori.ge - იტალიაში მიქელანჯელოს მე–16 საუკუნის სახლი გასაყიდად არის გამოტანილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 23:46
მსოფლიო
იტალიაში მიქელანჯელოს მე–16 საუკუნის სახლი გასაყიდად არის გამოტანილი
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 10:43

იტალიაში, იყიდება ტოსკანაში მდებარე სახლი, რომელიც მიქელანჯელომ 1549 წელს შეიძინა და  300 წლის განმავლობაში ხელოვანის ოჯახს ეკუთვნოდა .

 

მიქელანჯელო დი ლუდოვიკო ბუონაროტი სიმონის შემოქმედება მოიცავს ქანდაკებას, ფერწერას, პოეზიას, საინჟინრო და არქიტექტურულ დიზაინს, რენესანსიდან მანერიზმის ეპოქამდე. იგი ხშირად ყველა დროის უდიდეს ოსტატად არის აღიარებული, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ ხელოვნებაზე.

 

მიქელანჯელო დაიბადა 1475 წელს. ბანკირი მამისთვის მალევე გახდა ცხადი, რომ მისი შვილის ერთადერთ ინტერესს ხელოვნება წარმოადგენდა და მიქელანჯელო შეგირდად მხატვარ დომენიკო გირლანდაიოს მიაბარა, სადაც ის სამი წლის განმავლობაში ფრესკული მხატვრობის ხელოვნებას ეუფლებოდა. აღიარებდა რა მის ნიჭს, გირლანდაიომ ურჩია მიქელანჯელოს ფლორენციის იმდროინდელი მმართველის, ლორენცო მედიჩის ვილაში გადასულიყო, რათა ქანდაკების ხელოვნებას დაუფლებოდა.

 

მიქელანჯელო მნიშვნელოვან პოეტებსა და მეცნიერებს დაუკავშირდა, რომლებმაც გავლენა იქონიეს მის მომავალზე. მან ნებართვა ითხოვა კათოლიკური ეკლესიისგან შეესწავლა გარდაცვლილთა გვამები, რათა ანატომიაში უკეთ გარკვეულიყო. 16 წლის ასაკში მან შექმნა ორი რელიეფური ქანდაკება, “კენტავრების ბრძოლა” და “მადონა კიბესთან”. მალე მან მედიჩის კაპელაში და სან ლორენცოს ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშობა, მოგვიანებით კი, 1546 წელს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ არქიტექტორად დაინიშნა.

 

მისი გენიალური ქმნილებებიდან, ყველაზე აღსანიშნავი  დავითის ქანდაკება და პიეტაა, ასევე – სიქსტის კაპელას ჭერის ფრესკები, მათ შორის განკითხვის დღე. მიუხედავად იმისა, რომ მიქელანჯელო თავის თავს ფლორენციელად თვლიდა, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტწილად რომში ცხოვრობდა და 88 წლის ასაკში რომშივე გარდაიცვალა, 1564 წელს.

 

1549 წელს, როდესაც მიქელანჯელო 72 წლის იყო, სიქსტის კაპელის ფრესკების დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, მან ტოსკანაში სახლი შეიძინა, სადაც პერიოდულად ცხოვრობდა. სახლი ფლორენციასა და სიენას შორის შუა გზაზე მდებარეობს და 300 წლის განმავლობაში ბუონაროტის გვარის მფლობელობაში რჩებოდა. სახლი აღდგენილ იქნა მისი ამჟამინდელი მფლობელის მიერ, ხოლო ახლა $ 8.162.821–ად იყიდება. დოკუმენტი საკუთრების უფლებაზე, სადაც წერია, რომ “სახლი ეკუთვნოდა დიდ მოქანდაკეს და ფლორენციის მოქალაქეს, მიქელანჯელოს” ახალ მფლობელს გადაეცემა.

 

მთებში, გორაკებიდან ექვსი აკრით ზევით მდებარე სახლი, 12.915 კვადრატული ფუტი საცხოვრებელი ფართით, შეიცავს სამ მრავალსართულიან შენობას, მათ შორის უძველეს კოშკს, რომელიც მე -11 საუკუნით თარიღდება. არქიტექტურული ელემენტები მოიცავს დიდ ქვის ბუხრებს და ცილინდრულ ჭერს. რვა საძინებლისგან და შვიდი აბაზანისგან შემდგარი სახლის ყველა ოთახი ინარჩუნებს ეპოქის სულს, მაგრამ იმავდროულად, წარმოადგენს თანამედროვე კომფორტის ძველთან ნაზავს. სამზარეულოს შენარჩუნებული აქვს ადრეული საუკუნეების რომანტიკული სული და აღჭურვილია მაღალი დონის ტექნიკით, მაგრამ თავდაპირველი არქიტექტურისგან დაშორებული არ არის. ეზო და შემოგარენი პარკის ტიპისაა, გაზონებით და ხილის ნარგავებით, ლიმონის ბაღით, ზეითუნის კორომებით და კიანტის (მშრალი წითელი ღვინო) ვენახებით, ასევე ზეთის ხილის ხის წისქვილით.

 

სახლი გასაყიდი უძრავი ქონების სიაში აგენტმა ჯონ ჰეიზელთონმა გამოაქვეყნა, რომელიც ფირმა Handsome Properties International–ს წარმოადგენს.

 

 



michelangelos-house-02

.

michelangelos-house-03

.

michelangelos-house-04

.

DSN_5204

.

DSN_5232

.

DSN_5247

.

DSN_5254

.

DSN_5272


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016