reportiori.ge - ნოდარ ხადური: კომპანიებისთვის მოგების გადასახადის ახალი წესი 1 ივლისიდან ამოქმედდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:56
საზოგადოება
ნოდარ ხადური: კომპანიებისთვის მოგების გადასახადის ახალი წესი 1 ივლისიდან ამოქმედდება
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:29


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.



მისივე თქმით,  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით და დავალებით, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლიც საქართველოში „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს გულისხმობს, კონკრეტულად კი, ეს ეხება მოგების გადასახადის რეორგანიზაციას.



ხადურის თქით, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც ის პარლამენტს გადაეგზავნება.



საუბარი შეეხება იმას, რომ თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება მის ეკონომიკურ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კომპანია მოგების გადასახადს აღარ გადაიხდის.

დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელს. მაგალითად, მეწარმე ფიზიკურ პირებს, სადაზღვეო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, აგრეთვე იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება და შესაბამსიად მას არ ანაწილებენ. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ე.წ. აიპები.

შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი. შენარჩუნდება პროცენტზე, დივიდენდზე და როიალტზე არსებული განაკვეთი. საწარმოს მოგების გადასახადისთვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე და აღარ იქნება 1-წლიანი. შესაბამისად კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს, მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ, ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

სახსრები, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის, წარმოების გაფართოებისთვის და დასაქმების გაზრდისათვის, აღარ დაიბეგრება.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 1 ივლისიდან შევა. შესაბამისად, 1 ივლისიდან 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისთვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016