რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ გენადი გატილოვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, 1მარტიდან სირიაში ცეცხლი შეწყდეს და ასევე მზადაა, აღნიშნული საკითხი მიუნხენის შეხვედრაზე განიხილოს.
მიუნხენში სირიის საკითხზე საერთაშორისო მოლაპრაკებები იმართება, რომელშიც აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი, ირანი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.
შეხვედრის მონაწილეები ჩიხში შესული ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას ეცდებიან.
გატილოვი ვარაუდობს, რომ ჟენევაში დისკუსიები შესაძლოა, 25 თებერვლამდეც განახლდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობა ჟენევის მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა, დისკუსიების ხელახლა დაწყების ვადა კი სირიის ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რომელსაც ერ-რიადი უჭერს მხარს.
„ვინაა პასუხისმგებელი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლაზე? ერ-რიადის ოპოზიცია. მათ უნდა დავუსვათ კითხვა, განახლდება თუ არა მოლაპარაკებები 25 თებერვალს. როგორც ვიცი, სირიის მთავრობა ამისთვის მზად არის", - განაცხადა გატილოვმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ არ ეთანხმება რუსეთის გეგმას 1 მარტიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შესახებ. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ მარტამდე სირიის სამთავრობო ჯარი სირიის ზომიერი ოპოზიციის დამარცხებას შეძლებს. აშშ სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ალყაში მყოფ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ითხოვს.
წყარო: 20/30