reportiori.ge - ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:52
საზოგადოება
ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 16:26


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.


როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონობაა.


„გუშინ მივიღე წერილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჩემთან ხელშეკრულებას შეწყვეტს. ეს ხელშეკრულება უვადო იყო და ამ საკითხზე იურისტებს უკვე გავესაუბრე. ვაპირებ, დავა სასამართლოში გავაგრძელო. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რაზეც შეიძლება ვიდავოთ. დარღვეულია ძალიან ბევრი პუნქტი და კანონი. პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ არ ვიცი, რატომ დაიხურა გადაცემა „პირველი სტუდია", მეორე - არსებობს ბასა ჯანიკაშვილის ძალიან ცნობილი გამონათქვამი, რომ „უხერხულია, ოპოზიციონერის ცოლი იყოს თოქ-შოუს წამყვანი". რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. სხვა არგუმენტი ტელევიზიაში ვერავინ ვერ მოიყვანა.


როდესაც „პირველი სტუდია" დაიხურა, როგორც პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანს, ჩემთვის სხვა ფორმატში გადაცემის წაყვანა უნდა შემოეთავაზებინათ. მე წარვადგინე პროექტი, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საბჭომ დაიწუნა. შემდეგ გიორგი ბარათაშვილმა შემომთავაზა, წამეყვანა თოქ-შოუ პოლიტიკოსების გარეშე. ამასაც დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ საინტერესო იქნებოდა. გადაცემა გავიდოდა კვირაში ერთხელ. პროექტზე სიტყვიერად შევთანხმდით - პირველი გადაცემა იანვარში უნდა გასულიყო, თუმცა ჩემთვის არავის არაფერი უცნობებია. ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ვინტერესდებოდი, გადაცემა როდის გავიდოდა ეთერში, თუმცა ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებდი. 8 თებერვალს კი წერილობით მივმართე გიორგი ბარათაშვილს, რომ მეზღუდებოდა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება და გამოვხატავდი ინტერესს, როდის გავიდოდა ეთერში გადაცემა. აღნიშნულის შემდეგ მივიღე გიორგი ბარათაშვილის წერილი, რომელშიც ხელშეკრულების შეწყვეტაზე იყო საუბარი", - აღნიშნა ჟურნალისტმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016