reportiori.ge - ადვოკატი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობას გამორიცხავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:34
სამართალი
ადვოკატი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობას გამორიცხავს
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 14:43

ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა  ავსტრიელ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა . მისივე თქმით, ჭაკუას გადაწყვეტილი აქვს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და  თავის უდანაშაულობა დაამტკიცოს.  ველიჯანაშვილი საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ჭაკუას ბრალი დაუსწრებლად აქვს წაყენებული. ერთ-ერთი ბრალდება ციხის სკანდალურ კადრებს უკავშირდება, მეორე ბრალდება კი ციხის ბუნტთან არის დაკავშირებული. ჭაკუას ბრალად არაადამიანური მოპყრობის წაქეზება, ჩვენების მიცემის წაქეზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება.
პროკურატურამ 24 ივლისს დავით ჭაკუას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

"ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, 28 ივნისს, ავსტრიის სამართალდამცავებმა, დავით ჭაკუა საქართველოში მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით ქალაქ ვენაში დააკავეს. მოგვიანებით, ვენის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჭაკუას შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა 5000 ევროს ოდენობით. იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა საექსტრადიციო პროცედურების წარმოებას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით ჭაკუას დაეკისრა საექსტრადიციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაშე გამოცხადების ვალდებულება და აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება. ამავდროულად, ავსტრიის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016