reportiori.ge - უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში „მე და საზოგადოება“? - ოლიკო ჟღენტი პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:36
საზოგადოება
უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში „მე და საზოგადოება“? - ოლიკო ჟღენტი პასუხობს
11 თებერვალი, 2016. 18:05


ხელოვნებათმცოდნე და კინოდოკუმენტალისტი ოლიკო ჟღენტი წინააღმდეგია, სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება" ისწავლებოდეს. „რეპორტიორთან" საუბრისას ის ამბობს, რომ ე. წ. სასკოლო საგანი, რომელიც, თითქოსდა, უმცროსი ასაკის თაობაში სექსუალურ აღზრდას და ჰუმანიტარული იდეალების დაცვას გულისხმობს, სინამდვილეში, სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება.


. . სასკოლო საგანი, რომელიც თითქოსდა უმცროსი ასაკის თაობაში სექსუალურ აღზრდას და ჰუმანიტარული იდეალების დაცვას გულისხმობს, სინამდვილეში, სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება: საერთაშორისო კვლევები ადასტურებს იმ საგანგაშო მონაცემებს, რაც ამგვარი ჰუმანური მეთოდების" - სექსუალური განათლების დანერგვის შედეგად რიგ ქვეყნებში იწვნიეს".

 

რატომ არ დაეკითხებიან ქართველი მეთოდისტები" საერთაშორისო კვლევით სტიტუტებს, თუ რა შედეგი გამოიღო უსაფრთხო, თავისუფალი სექსის" პროპაგანდამ ამერიკულ თუ ევროპულ სკოლებში?! შედეგები ხომ საგანგაშოა: პედოფილიის, ძალადობის, აგრესიის, ფსიქიკური აშლილობის კატასტროფული ზრდა მოზარდებში?!

 

რამდენადაც ვიცი, ადრე ქართულ სკოლებში ისწავლებოდა შემეცნებითად სასარგებლო საგანი: რელიგია და კულტურა" - ეს არ იყო მხოლოდ მართლმადიდებლურ რელიგიაზე ორიენტირებული სწავლება, არამედ, ტრადიციული რელიგიების ზოგად კულტურულ კონტექსტში მოიაზრებოდა.

 

სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების განათლების მინისტრმა ეს საგანი ამოიღო სასკოლო სწავლებდან - დღეს კი მის ჩანაცვლებას ყალბი და ფსევდო დისციპლინებით ცდილობენ, რომლის შემდგომი საფეხური აუცილებლად იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინების და შვილის აყვანის დაკანონება. აღნიშნული კანონების მისაღებად უკვე ემზადება საბერძნეთი. მართლმადიდებლი ეკლესიის წმინდა მამები იმდენად შეაძრწუნა ამ საფრთხემ, რომ ამბიონიდან ამხილეს მთავრობა და პარლამენტი ქრისტეს სარწმუნოების ღალატზე, მოუწოდეს მათ, არ მიიღონ ეს კანონი", - ამბობს ოლიკო ჟღენტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016