reportiori.ge - ლევან გოგიჩაიშვილი ინტერესდება, თუ „რატომ უჭერს მხარს არასამთავრობო სექტორი რუსეთის მოქალაქე კოტე გოგელიას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:54
საზოგადოება
ლევან გოგიჩაიშვილი ინტერესდება, თუ „რატომ უჭერს მხარს არასამთავრობო სექტორი რუსეთის მოქალაქე კოტე გოგელიას“
11 თებერვალი, 2016. 18:39


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელს ლევან გოგიჩაიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილთან კითხვები აქვს. როგორც გოგიჩაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აინტერესებს, თუ რატომ უჭერს მხარს არასამთავრობო სექტორი რუსეთის მოქალაქე კოტე გოგელიას, რომელმაც მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან გაუშვა.

 

„ძალიან უცნაურია გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ტელეკომპანია „მაესტროში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით უცნაურია „საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველოს", სამოქალაქო  განვითარების  სააგენტოს (CIDA), სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო  საზოგადოების (ISFID) პოზიციები. როდესაც გოგელიას მხრიდან ხდებოდა ჟურნალისტების გაშვება, ეს ორგანიზაციები აპროტესტებდნენ ამ ფაქტს და მიიჩნევდნენ, რომ გოგელია სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა. სწორედ გოგელიას მიაწერდნენ საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების არხიდან გაშვებას. ისინი აღშფოთებულები იყვნენ „მაესტროში" მაშინ მიმდინარე პროცესებით. რა შეიცვალა დღეს, როდესაც ერთი წლის შემდეგ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქე გოგელიას მხარდამჭერები? ეს ადამიანები არ უდგებიან საკითხს გულწრფელად. ამ ყველაფერს უყურებენ ზედაპირულად და არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები ამ ყველაფრის მიმართ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016