reportiori.ge - „ჰუმანითი ჯორჯია“ გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას აგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:01
საზოგადოება
„ჰუმანითი ჯორჯია“ გრიპის ვირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას აგრძელებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 18:47


ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" აგრძელებს გრიპის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას და დედაქალაქში მოქმედ საოჯახო მედიცინის იმ ცენტრებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს,ჰუმანიტარული დახმარების სახით,  გრიპის საწინააღდეგო პრეპარატებს გადასცემს.

 

 

 

„ჰუმანიტი ჯორჯიას" აქციის ადრესატი ამჯერად საოჯახო მედიცინის ცენტრი - „მედსი" აღმოჩნდა, რომელმაც კომპანიისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატ „სანტაქოლდის" მოცულობითი პარტია მიიღო.




კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24-საათიანი მომსახურების ცენტრების გახსნა დროული და მართებული ნაბიჯია და „ჰუმანითი ჯორჯია"  ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რომ სეზონურად, გრიპის ვირუსის გავრცელების და მკურნალობის მიზნით, დედაქალაქში 24-საათიანი მომსახურების ცენტრებმა იმუშაონ, მიესალმება.




„ვფიქრობ, „ჰუმანითი ჯორჯიას" ჰუმანიტარული აქცია, რომელიც თბილისში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის ცენტრების პაციენტების ანტიგრიპოზული პრეპარატებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მართლაც დროული და შესაბამისი საჩუქარი იქნება", - განაცხადა ანდრეი კუზმამ.

 



კლინიკა „მედსის" მენეჯერის ნინო ქობულაძის თქმით, სასიამოვნოა, როცა ფარმაცევტული კომპანიები ყურადღებას იჩენენ და მიზნობრივად ერთვებიან ამა თუ იმ სეზონური გართულების საპრევენციო თუ სამკურნალო ღონისძიებებში: „ჰუმანიტარული სახით ჩვენთვის გადმოცემული პრეპარატი „სანტაქოლდი" ნამდვილად საჭირო იქნება ჩვენი პაციენტებისთვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ საჩუქრად გადმოცემულ პრეპარატს ვარგისიანობის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაო დროის მანძილზე გვექნება საშუალება, შესაბამისი ჩივილის დროს ჩვენი პაციენტები აღნიშნული პრეპარატით უსასყიდლოდ უზრუნველვყოთ".

 

 


ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016