reportiori.ge - მიხეილ ჭელიძე: ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლა ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:30
ეკონომიკა
მიხეილ ჭელიძე: ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლა ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 19:48




„მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" წარმომადგენლის მიხეილ ჭელიძის შეფასებით,  მთავრობის ინიციატივა, რაც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს, ადექვატურია.


როგორც მიხეილ ჭელიძე აცხადებს,  ესტონურ საგადასახადო მოდელზე გადასვლა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. 


„ძალიან კარგი მოდელია, რაც ავირჩიეთ.  წარმატებულია იქ, სადაც უკვე იყენებენ   და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც აუცილებლად იქნება წარმატებული. აღნიშნული ინიციატივა   პირდაპირ შეუწყობს ხელს რეინვესტირებას,  რაც  ძალიან კარგია.  განსაკუთრებით კარგია ეს ინიციატივა ისეთი კომპანიებისთვის,  რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან  და ჯერ არ არიან მისული  რაღაც სტაბილურ ეტაპამდე, ვფიქრობ,  მათთვის განსაკუთრებით კარგია  ეს ყველაფერი.  შესაბამისად, აღნიშნული  ინიციატივა ადეკვატურია და დადებითად ვაფასებ.  ამას მემგონი ყველა ბიზნესმენი მიესალმება",-განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.


ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს "საგადასახადო კოდექსში ცვლილება" წარედგინება, რომელიც მოგების გადასახადის, განაწილებული მოგების გადასახადით შეცვლას ითვალისწინებს. 


ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.



მოამზადა თეონა რამაზაშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016