reportiori.ge - სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე შს სამინისტრომ ანგარიში წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:01
საზოგადოება
სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე შს სამინისტრომ ანგარიში წარადგინა
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 22:03



2016 წლის 11 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 3 ივლისის დადგენილებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის განხილვა დაიწყო.


11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში, შშს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ წარმოადგინა.


სახალხო დამცველის ერთერთი რეკომენდაცია: დაკავებისას, პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრად დაცვისა და დაკავების შემთხვევის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობდა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზას 2014 წლის 8 აგვისტოს მინისტრის ბრძანება დაემატა, რომლის თანახმად, დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნში, სხვა მონაცემებთან ერთად, ზედმიწევნით აისახება დაკავების ვითარება, ზუსტი დრო, მიზეზი, დამკავებელი და დაკავების საფუძველი, დაკავებული პირის სამმართველოში/განყოფილებაში შემოყვანის და გაყვანის ზუსტი დრო, ასევე, პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში/საპყრობილეში შესახლების თარიღი და საათი, თუ ეს გახდა აუცილებელი.


მეორე რეკომენდაცია ეხებოდა - ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაზე რეაგირების ფორმის დახვეწას სამოქალაქო სექტორთან და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით და უბნის ინსპექტორის როლის გაზრდას.


ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეების მშობლებთან; ასევე, მართავს საინფორმაციო შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან და მათ ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებსა და სოციალურ გარანტიებს აცნობს.


გარდა ამისა, დაგეგმილია ფართომაშტაბიანი კამპანია ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც წინასწარ შემუშავებული საინფორმაციო სტრატეგიის მიხედვით ითვალისწინებს მულტიდისციპლინურ მუშაობას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.


რამდენიმე რეკომენდაცია ეხებოდა ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მათ შორის მსხვერპლისა და მოწმისაგან მიღებული ახსნა-განმარტებების ოქმებში სრულყოფილად ასახვას; პოლიციელის მიერ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების სტანდარტებს შემუშავებას; ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად პოლიციელთათვის ტრეინინგის გაგრძელებას და პოლიციელის მიერ, ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს, გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველი ასევე ითხოვდა გამოცემული ორდერების აღსრულების მონიტორინგის წარმოებას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამართალდამცავებს რეგულარულად უტარდებათ პრაქტიკული ტრეინინგ/სავარჯიშოები და გენერალურ ინსპექციაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახური ძალადობის ფაქტებზე სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი რეაგირების კონტროლს. ამასთან, ძალადობის თემატიკაზე ორგანიზებული ტრეინინგები ბოსტონის შტატის რისკის შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტის დამუშავებული ვერსიით უტარდებათ. ამასთან, შსს აკადემია მუდმივად ახორციელებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო და გადამზადების კურსებზე. აკადემიამ პოლიციის მიმართ ნდობის ამაღლების მძლავრი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 2 ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და, განსაკუთრებით, რისკ ჯგუფებთან. 2015 წლის ივლისიდან კი, საგანმანათლებლო პროგრამებში გენდერული თანასწორობის კურსი გაფართოვდა.


საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუდმივად მიმდინარეობს ტრეინინგები მოქმედი სამართალდამცავებისათვის, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.


მინისტრის მოადგილემ მოკლედ განიხილა გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების პრაქტიკა და აღნიშნა, რომ პოლიცია საქართველოს კანონის თანახმად აწარმოებს შემაკავებელი და დამცავი ორდერების პირობების დარღვევების აღრიცხვას და მკაცრ მონიტორინგს უწევს ორდერების აღსრულებას.


სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ოჯახში ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სისტემის დახვეწის იმედი გამოთქვა, აქვე აღნიშნა, რომ ადრეული ქორწინების პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016