reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: არსებობს ვარაუდი, რომ „მაესტროს“ გაკოტრების შემდეგ, გოგელია ტელეკომპანიას კეზერაშვილის ბიზნეს ჯგუფს მიყიდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:52
საზოგადოება
ნანა კაკაბაძე: არსებობს ვარაუდი, რომ „მაესტროს“ გაკოტრების შემდეგ, გოგელია ტელეკომპანიას კეზერაშვილის ბიზნეს ჯგუფს მიყიდის
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 22:28


 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ტელეკომპანია „მაესტროს" სადავო წილების გამო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.


კაკაბაძის თქმით „მაესტრო" წლების მანძილზე ებრძოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და ცდილობდა დამოუკიდებელი მედიის როლი არ დაეკარგა, თუმცა ახლა მიმდინარე დავა სამწუხაროა.



„ტელეკომპანია „მაესტრო" საქართველოს დემოკრატიული ძალების გვერდით წლების მანძილზე იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქვეყანაში დამყარებული ტერორის, შიშისა და ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევების წინააღმდეგ. ხშირად იგი ამ ბრძოლის ავანგარდშიც გვევლინებოდა. ამიტომ მით უფრო სამწუხარო და შემაშფოთებელია ამ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე დავა მეწილეებს შორის. ეს დავა არ შემოიფარგლება მხოლოდ კომერციული და სამართლებრივი ჩარჩოებით და ამ ყველაფრის უკან აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესები, რასაც ადასტურებს 2015 წელს ამ ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენები, როდესაც სრულიად მოულოდნელად იგი მრავალმა ცნობილმა და რეიტინგულმა ჟურნალისტმა დატოვა. მეწილეები ერთმანეთს პირდაპირ თუ ირიბად სწორედ პოლიტიკურ ძალებთან გარიგებაში ადანაშაულებენ - გოგელია-ასათიანის წყვილი ძმები გაჩეჩილაძეების უკან დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებს ხედავს, ხოლო ეს უკანასკნელნი თავიანთი ოპონენტების უკან ყოფილი ხელისუფლების ინტერესებს მოიაზრებენ.

 

კერძოდ, არსებობს ვარაუდი, რომ „მაესტროს" გაკოტრების შედეგად მთელი წილის ხელში ჩაგდების შემდეგ გოგელია აპირებს სარფიანად მიჰყიდოს ტელეკომპანია იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთა უკან კეზერაშვილის ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები იმალება. საზოგადოებისთვის ძალიან სამწუხარო და სრულიად მიუღებელი იქნება, თუ გუშინდელ პარტნიორებს შორის დავა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება, თუმცა მიგვაჩნია, რომ სრულიად სამარცხვინო და დასაგმობი იქნება იმ ისტორიის გამეორება, რაც წლების წინ მოხდა ტელეკომპანია „იმედთან" დაკავშირებით, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ეს ტელეკომპანია გარკვეულ პერიოდში ამ რეჟიმის მსახურად იყო გადაქცეული. ამიტომ სავსებით უნდა გამოირიცხოს იმის თეორიული დაშვებაც კი, რომ რაიმე გზებით ტელეკომპანია „მაესტრო" „ნაციონალური მოძრაობის" კონტროლის ქვეშ გადავიდეს. რაც შეეხება ძმებ გაჩეჩილაძეებს, მათი პოზიცია ტელეკომპანიის გაკოტრებისაგან გადარჩენასა და მისი რეიტინგის ამაღლებასთან დაკავშირებით უფრო მიმზიდველი და რეალისტური ჩანს, მით უმეტეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი მუდამ იდგნენ დემოკრატიული ძალების გვერდით და არ ყოფილან შემჩნეულნი რომელიმე რეჟიმის შემქმნელთა გვერდით დგომაში. თუმცა, მიგვაჩნია, რომ „მაესტროს" გარშემო არსებული დავის გადაწყვეტისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლები და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობა", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016