reportiori.ge - არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:17
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 00:02



 შშს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.


თალაკვაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ერთერთი რეკომენდაცია: დაკავებისას, პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრად დაცვისა და დაკავების შემთხვევის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობდა, უკვე განხილულია.


მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზას 2014 წლის 8 აგვისტოს მინისტრის ბრძანება დაემატა, რომლის თანახმად, დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნში, სხვა მონაცემებთან ერთად, ზედმიწევნით აისახება დაკავების ვითარება, ზუსტი დრო, მიზეზი, დამკავებელი და დაკავების საფუძველი, დაკავებული პირის სამმართველოში/განყოფილებაში შემოყვანის და გაყვანის ზუსტი დრო, ასევე, პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში/საპყრობილეში შესახლების თარიღი და საათი, თუ ეს გახდა აუცილებელი.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016