reportiori.ge - ქეთი დოლიძე: ეს წერილი საჯარო უნდა გავხადო! გამიზნული ბოროტება პასუხს საჭიროებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:37
კულტურა
ქეთი დოლიძე: ეს წერილი საჯარო უნდა გავხადო! გამიზნული ბოროტება პასუხს საჭიროებს!
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 00:11



რეჟისორი ქეთი დოლიძე განცხადებას ავრცელებს:



„ეს წერილი, მისი ავტორის თხოვნით, საჯარო უნდა გავხადო, რადგან მეც ვთვლი, რომ გამიზნული ბოროტება პასუხს საჭიროებს.... დღემდე ველი კულტურის სამიონისტროს პოზიციას გრიგოლიას უმსგავსო სიუჟეტთან დაკავშირებით, რადგან ვიცი ამ სამინისტროს პოზიცია ფესტივალებთან დაკავშირებით და სრულად ვიზიარებ მას!

 

ძვირფასო ქეთი ! ამ წერილით მოგმართავ შენ, რადგან გუშინ ტელეარხ „ტვ პირველის" გადაცემაში, რომელსაც ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლიას აზრით უდიდესი მომავალი აქვს, გაჟღერდა აზრი, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის სოციალური და აქამდე გადაუჭრელი პრობლემების, როგორიც გახლავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, მაღალი ფასები, მშიერი ბავშვები და ტოტალური უმუშევრება თავი და თავი , მთავარი მიზეზი და ხელის შემშლელი, გახლავთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" -GIFT- რომლის ჩასატარებლად შენ, თურმე ხარჯავ მილიონებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

ადვილად წარმოვიდგენ, როგორ განცვიფრდებიან მრავალრიცხოვანი ხელოვნების მოღვაწენი, არ მეშინია ვიხმარო ტერმინი - „ჩვენი მეგობრები", როცა გაიგებენ , რომ ფესტივალზე რომელზედაც ისინი თავისი სახსრებით ჩამოდიან- მხოლოდ ერთი სურვილით - გააცნონ კულტურული ნოვაციები ქვეყანას, რომელსაც მთელი გულით უთანაგრძნობენ, თურმე მშიერი ბავშვების ხარჯზე ტარდება.

 

ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაში არის ასეთი წინადადება ყველა უმსგავსობა გარკვეულ ეთიკურ ჩარჩოებს მოითხოვს" .

არხი „ტვ პირველის "  დადანაშაულებაში ზემოხსენებული ჩარჩოები სრულად ირღვევა. ცხადია არხი და მისი ხელმძღვანელობა დაკვეთილ პროგრამას მიყვებიან, კიდევ ერთხელ ( მერამდენჯერ!) ცდილობენ დახურონ ფესტივალი, მაგრამ რატომ მაინცა და მაინც ,, საჩუქარი‘'? თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი - „საჩუქარი"! საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა სოციალური სიძნელეების და მიუხედავად ძალას იკრებს და ღირსეულად უმკლავდება სხვა კულტურულ პროექტებს - კინოფესტივალებს, ჯაზის ფესტივალებს, მარჯანიშვილის სახელობის თეატრალურ ფესტივალს. ამ ფესტივალებზე დახარჯული თანხები ,, ტვ პირველის" შეკითხვებს რატომღაც არ ბადებენ.

 

ფესტივალებზე ათასობით ადამიანი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან, და მიდის აქედან სავსე შთაბეჭდილებებით ჩვენს უძველეს ქვეყანაზე და მის კულტურაზე, რეალურ ცხოვრებაზე და მის ესეთ არაორდინალურ ნიჭიერ ხალხზე, ეს ცოცხალი ურთიერთობების პულსაცია ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დაკვეთილი „ყვითელი პრესის" „არაყვითელი" მაგრამ უსულო ქაღალდის პიარი.

 

ბოლო ფესტივალი კი უბრალოდ შედევრი იყო თავისი პროგრამით, ამაზე მეტყველებდა გადავსებული დარბაზები და უბილეთოდ დარჩენილი ხალხის თხოვნა-მუდარა სპექტაკლებზე შეეშვათ... -ნი გრიგოლია მე არც ერთ სპექტაკლზე არ მინახავს...

 

საიდან მოიტანა გრიგოლიამ ეს ციფრი - მილიონი? იქნებ მას „საჩუქრის "  ფული სხვა საბიუჯეტო თანხებთან აერია? არა მგონია. გრიგოლია საკმაოდ გამოცდილი და მცოდნე ჟურნალისტია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იკვლევს შეკვეთილ თემას. სამწუხაროა, რომ ამჯერად თავის კვლევის ობიექტად შენ ამოგირჩია, ქეთი, სამწუხაროა იმიტომ, რომ ყველამ იცის რომ „საჩუქრის " -ის წარმატება დგას არა მშიერ ბავშვებისთვის განკუთვნილ მოპარულ ფულზე, არამედ შენ პირად მაღალ რეიტინგზე მსოფლიოს თეატრალურ და ზოგადად სახელოვნებო სივრცეში.

 

- გრიგოლიამ ფესტივალისსაჩუქარი" დამაარსებლების და დირექტორატის სიას გადახედოს და იმათაც კითხოს, როგორ და რატომ დაარსეს საქართველოში, კავკასიაში პირველი, ასეთი მასშტაბური და უნიკალური ფესტივალი.

 

თავისი პასკვილური სიუჟეტი გადაუგზავნოს იმ კორიფეებს, რომელთა სახელებიც ამშვენებენ დირექტორატს და კითხოს, საქართველოს „გაყვლეფაში" როგორ ღებულობდნენ მონაწილეობას მაშინ, როცა თავისი ხარჯით ჩამოდიოდნენ ნაომარ და გაპარტახებულ ქვეყანაში, რომ მისკენ მსოფლიოს ყურადღება მიეპყროთ!!!!

დრამატურგი, პეტრე ( არა TV) პირველი , ხოტიანოვსკი


 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016