reportiori.ge - ლევან გოგიჩაიშვილი: „მაესტროს“ ხელოვნურად აკოტრებდნენ, ეს კოტე გოგელიამ დაგეგმა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:00
საზოგადოება
ლევან გოგიჩაიშვილი: „მაესტროს“ ხელოვნურად აკოტრებდნენ, ეს კოტე გოგელიამ დაგეგმა!
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 01:01



არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო, წილების გადანაწილების შესახებ მიმდინარე მოვლენები ბევრ კითხვას ბადებს.


როგორც გოგიჩაიშვილმა გადაცემაში 2030 აღნიშნა, ტელეკომპანიის გაკოტრების პროცესი ხელოვნურად მიმდინარეობს, რაშიც ტელეკომპანიის მფლობელის, კოტე გოგელიას ინტერესი იკვეთება:


„ჩემი აზრით, "მაესტროს" ხელოვნურად აკოტრებდნენ. ეს კოტე გოგელიამ დაგეგმა. პროცესში მამუკა ღლონტიც მონაწილეობდა. ამ ყველაფრის მიზანი სახალხო მაესტროს სახელის განადგურება იყო. ლოგოს უკანონოდ გადაცემა და მაღალპროცენტიანი სესხების აღება ამისთვის მოხდა. მათი მიზანი, უკანონო ლოგოთი - "მაესტრო 24-ით" ეთერში გასვლა იყო. ამ ადამიანებმა, ნიკა გვარამიასთან ერთად, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს, რაც სამარცხვინოა. მედიის თავისუფლებაზე აპელირებით იმ თაღლითური სქემის გადაფარვა სურთ, რომლითაც "მაესტროს" განადგურებას აპირებდნენ.

 

გია და ლევან გაჩეჩილაძეებს საზოგადოებასთან არაფორმალური კონტრაქტის დადება მოუწევთ. ისინი უნდა გახდნენ გარანტი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არ მოხდება. იმედი ვიქონიოთ, ეს ადამიანები "მაესტროს" განვითარებას ისევე გულწრფელად შეუდგებიან, როგორც მისი გაკოტრების პროცესი შეაჩერეს და ბრენდი - "მაესტრო" იმ თავისუფლების ხარისხის ქვეშ დარჩება, როგორც წლების განმავლობაში იყო." - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ „მაესტროს" თემა პოლიტიკურ ჭრილშიც ხელოვნურად არის გადაყვანილი, რადგან ნაკლებად კომპეტენტურამ პირებმა საკითხით მანიპულირება დაიწყეს.



„გარკვეული ადამიანების ჯგუფი ხელოვნურ ისტერიას ქმნის. თამაში სულ ცალ კარში მიდის - ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა და ა.შ. ყველაფერი ისე რატომ იფუთება, თითქოს, ვიღაცები ვიღაცებს ებრძვიან?! ეს ამ ადამიანების პოლიტიკური ანგაჟირებულობის შედეგია. კოტე გოგელია რუსეთის მოქალაქეა. ის ნავთობის სფეროში საქმიანობს. ეს ბიზნესი კი, რუსეთში სპეცსამსახურების მფარველობის გარეშე არ კეთდება და მისი ფინანსების წარმომავლობით რატომ არ უნდა დავინტერესდეთ?!


არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ამ ადამიანებს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევთ. რატომ მოხდა მაესტროდან მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების გაშვება, სტუდია "მონიტორთან" კონტრაქტის გაწყვეტა, ტელევიზიაში ისაკაძის მიყვანა?! ისაკაძეს ახლა თავისუფლების დროშა უჭირავს. მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროს ყველანაირ ბინძურ დავალებას ასრულებდა. მაგალითად, მონაწილეობდა ბანკი "ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების პროცესში. ასევე, შემჩნეულია ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების სქემაში და სხვა." - ლევან გოგიჩაიშვილმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016