reportiori.ge - კახა კალაძე: ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა“ საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:40
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა“ საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 10:29


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს და „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა" საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო.

 

„პირველი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ და არც შემდეგ მოვრიდებივართ ამ საკითზე საუბარს. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა" საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო. მოგეხსენებათ, „გაზპრომთან" ხელშეკრულებას ყოველწლიურად ვაფორმებთ. მათი მხრიდან ისიც გაჟღერდა, რომ სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდების გაზრდა სურთ, მაგრამ ეს საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. რა თქმა უნდა, ეს „გაზპრომსაც" გაუზრდის ხარჯებს და მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადებაც მოუწევს, რომ სომხეთის მოთხოვნა ირანის საშუალებით სრულად დააკმაყოფილოს.

 

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შევთანხმდებით... საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, რომ ნედლეულის ნაცვლად გარკვეულ საფასურს იღებენ. როდესაც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი „გაზპრომს" პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, ჩვენს შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ, 10 %-ს არ მოგვაწვდიან?" - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016