reportiori.ge - შსს-მ „სმარტთან“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:50
სამართალი
შსს-მ „სმარტთან“ მომხდარ ხულიგნობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 11:34


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა., თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტში" საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც. ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვის საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაცვის თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.


სამართალდამცველებმა გიორგი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დააკავეს. მისი თანმხლები პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.


გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016