reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ოპერირებადი რკინიგზა გვექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:50
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ოპერირებადი რკინიგზა გვექნება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 12:16


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2017 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება.



ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასთან ერთად შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სადაც განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.



ამის შემდეგ ჩვენ უკვე ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ამან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც უნდა იმოძრაოს ტვირთებმა როგორც აზიიდან, ისე ევროპიდან", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016