reportiori.ge - საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:37
საზოგადოება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარობს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 13:12


საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.



მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს.



წმინდა სინოდის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი და წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოება გაეცნობა.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.


მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. აღნიშნული კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში, შამბეზში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ წმინდა და დიდ კრებაში გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016