reportiori.ge - არჩილ ჭყოიძე: სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა შეწყდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:40
პოლიტიკა
არჩილ ჭყოიძე: სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა შეწყდეს!
12 თებერვალი, 2016. 14:35

18 თებერვალს „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ახალგაზრდული ფრთა საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავს. როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტა იქნება.

 

 

„მომავალ ხუთშაბათს, 18 თებერვალს, პარლამენტის წინ გავმართავთ აქციას. ჩვენი მოთხოვნა იქნება, შეწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. გადავხედეთ ცესკო-ში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ბიუჯეტს და ის 10 მლნ ლარს აღემატება. ეს არის ძალიან დიდი თანხა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც ათიათასობით დევნილი გვყავს, გვყავს ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი, არ უნდა ვუხდიდეთ კოლოსალურ თანხებს პარტიებს, რომელთა ნდობაც საზოგადოებაში 1-2 %-ს შეადგენს. ირღვევა კანონი „დისკრიმინაციის შესახებ“, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან, უნდა თუ არა, მაგალითად ლეიბორისტულ პარტიას გადავუხადოთ 600 000 ლარზე მეტი წლიურად. გვინდა თუ არა, რომ ვაფინანსებთ თინა ხიდაშელს? გვინდა თუ არა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუხდით 2 400 000 ლარს ყოველწილიურად?“ - განაცხადა ჭყოიძემ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016