reportiori.ge - ზაზა პაპუაშვილი: სხვა ქვეყნების იდეების ბრმად გადმოტანა სასიკეთო შედეგებს არ გამოიწვევს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:47
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: სხვა ქვეყნების იდეების ბრმად გადმოტანა სასიკეთო შედეგებს არ გამოიწვევს!
12 თებერვალი, 2016. 15:31


პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის „მე და საზოგადოება" შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ გადაწყვეტილება შეხვედრების, კონსულტაციების და კულტურის კომიტეტთან განხილვის შემდეგ იქნება მიღებული. „რეპორტიორთან" საუბრისას ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოველი ახალი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ინტერესებს, განათლების სისტემასა და მომავალი თაობის სწორად განვითარებას უწყობდეს ხელს.

 

„ვფიქრობ, არ იქნება მართებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გამოიწვევს მღელვარებასა და ქაოსს. ამ საგნის დანერგვის საკითხი საჭიროებს ანალიზს, რომლის შემდეგ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. სხვა ქვეყნების იდეების ბრმად გადმოტანა და საქართველოში დანერგვა სასიკეთო შედეგებს არ გამოიწვევს. კონსულტაციებისა და შეხვედრების შემდეგ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც არ დაარღვევს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას და მომავალ თაობას ექნება ნორმალური განვითარების საშუალება.

 

ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და კულტურის გათვალისწინების გარეშე იქნება მიღებული. ყოველი ახალი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს განათლების სისტემას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და მომავალი თაობის სწორად განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს.

 

ის, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებში ისწავლებოდეს, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა გადმოვიღოთ და ჩვენთან დავნერგოთ, ეს არ იქნება სწორი. არ დავეთანხმები ისეთი საგნის სწავლებას, რომელიც უარყოფით შედეგებს მოგვიტანს. შეხვედრების, კონსულტაციების და კულტურის კომიტეტთან ამ ყველაფრის განხილვის შედეგად მივიღებთ საღ გადაწყვეტილებას. არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს ისეთ იდეას, რომელიც აბსოლუტურად უცხო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016