reportiori.ge - პრემიერი: ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:49
პოლიტიკა
პრემიერი: ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 17:47

2016 წელს საქართველომ შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, - აცხადებს „როიტერთან" ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული  ეკონომიკის შეფერხება, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო

 

წელს გაიმართება რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ვგეგმავთ მეორე კვარტალში. განხორციელდება ვიზიტები აგრეთვე რეგიონის ქვეყნებში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ხუთშაბათს როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ,  და შეიძლება წელსვე“.

 

2011 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ევროობლიგაციები, ასევე გამოისყიდა 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების დიდი ნაწილი (417 მილიონი დოლარი).

 

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია.

 

წელს ჩვენ ვვარაუდობთ 3-პროცენტიან ზრდას. მიმაჩნია, რომ ამშედეგების მიღწევა შესაძლებელია“, - ამბობს კვირიკაშვილი. შარშან საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი ზრდა.

 

როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით.

 

საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულთბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით.

 

ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსების სფეროში (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ).

 

საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

 

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის- ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

 

ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს“, - ამბობს კვირიკაშვილი.

 

კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ  საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატო-ში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა.

 

ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატო-სა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

 

მან დაამატა აგრეთვე, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღვივებაში.

 

ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016