reportiori.ge - აბას თალები-ფარი: ირანი ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც პატიცს სცემს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:48
პოლიტიკა
აბას თალები-ფარი: ირანი ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც პატიცს სცემს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 17:48

საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩმა აბას თალები-ფარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც სახელმწიფო იღებს ვიზების შემოღებაზე ან გაუქმებაზე გადაწყვეტილებას, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება.

 

 

ელჩის თქმით, ირანი ყოველთვის პატივს სცემდა და მომავალშიც პატიცს სცემს საქართველოს ამ სუვერენულ უფლებას, საქართველოს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

 

 

 

როდესაც ჯერ კიდევ 2010 წელს სავიზო რეჟიმი გაუქმდა, უფრო გაიზარდა ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა და ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას. ყველაზე დიდი ციფრი იყო 100 000-მდე ტურისტი ირანიდან. როდესაც უკვე 2013 წელს საქართველომ ცალმხრივად დროებით შეაჩერა უვიზო მიმოსვლა, ამან გარკვეული ასახვა პოვა და შემცირდა ტურისტების რიცხვიც. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდეთ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას და ახლაც ძალიან პატივისცემით ვეკიდებით და ძალიან გვიხარია საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც საქართველოს მხრიდან ცალმხრივად შეჩერდა უვიზო რეჟიმი, ირანმა გააგრძელა შეთანხმება და საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ჩადიოდნენ ირანში", - განაცხადა აბას თალები-ფარმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016