reportiori.ge - ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტს გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:50
პოლიტიკა
ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან ვიზიტს გეგმავს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 18:11

სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს, საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული  ეკონომიკის შეფერხება დაძლიოს.

 

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო. 

 

„წელს გაიმართება რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ვგეგმავთ მეორე კვარტალში. განხორციელდება ვიზიტები აგრეთვე რეგიონის ქვეყნებში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ხუთშაბათს „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

„წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს,  ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ,  და შეიძლება წელსვე“.

 

2011 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ევროობლიგაციები, ასევე გამოისყიდა 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების დიდი ნაწილი (417 მილიონი დოლარი).

 

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია.

 

„წელს  ჩვენ  ვვარაუდობთ  3-პროცენტიან ზრდას.  მიმაჩნია, რომ ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია“, - ამბობს კვირიკაშვილი. შარშან საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი ზრდა.

 

როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით.

 

საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულ თბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით.

 

 

 

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსების სფეროში (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ).

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016