მოძრაობის „ქართული მისია" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი გადაცემაში „მაესტროს ფაქტორი" გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
კორკოტაშვილის თქმით, იგი საკმაოდ კარგად იცნობს გია გაჩეჩილაძეს და გამორიცხულია მას ვინმეს წარმომავლობისთვს გაესვა ხაზი.
„როდესაც ჟურნალისტი ცდილობს არაორგანულად და ხელოვნურად გააკეთოს ის, რაც მის ნიჭიერებაში არ ჯდება, უკვე გტვირთავს ადამიანს. ქუთაისურიც ჩემია, ბათუმურიც, თელავურიც, ჩემია ყველა, მაგრამ გააჩნია რა ნიჭიერებით აკეთებს ამას ადამიანი.
ნებისმიერი რაღაციდან შეგვიძლია მოვაწყოთ შოუ. დარწმუნბული ვარ, ამ სიტყვებში გიამ იგულისხმა ის, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს ჟურნალისტიკით არის დაკავებული ვერ არის სათანადო დონეზე ერუდირებული. ამაშია საქმე. კარგ ტონად იქცა ჟურნალისტებს შორის ადამიანებზე ტალახის მისხმა, იმ ადამიანებს თავდაცვის საშუალება არ აქვს. ჟურნალისტებს მეტი საშუალება აქვთ, რომ საჯაროდ თქვან ეს ყველაფერი. ამიტომ რაღაც ჩარჩოში უნდა მოექცეს, რომ ჟურნალისტებს არაფრის გამო შეეძლოთ ადამიანების ტალახით მოთხვრა.
გია არ არის ეგეთი ადამიანი, რომ პროვინციული მომენტი წამოეწია."- განაცხადა გია კორკოტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაესტროს საკონტროლო პაეკტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ ჟურნალისტს „სოფლიდან ჩამოსული" უწოდა, რომელმაც მიკროფონი პირველად დაიჭირა. თუმცა მოგვიანებით გია გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ მისი განცხადება ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის არაკომპეტენტურობას ეხებოდა.