reportiori.ge - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის „გამოძიება“ განაახლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 01:23
სამართალი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის „გამოძიება“ განაახლა
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 11:05


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის აგვისტოს ომის „გამოძიება" განაახლა.


 

გამომძიებლებმა დაიწყეს რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა და იმ მოქალაქეთა დაკითხვა, რომლებიც ქართული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მონაწილეობდნენ.

გარდა ამისა, ისინი დაკითხავენ იმ მცხოვრებლებს, რომლებიც 8-11 აგვისტოს რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ და ქართული არმიის სამხედრო დანაშაულების მოწმეები გახდნენ", - იტყობინება სააგენტო სპუტნიკ-ოსეტია".



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, „საქართველოს მხრიდან განხორციელებული სამხედრო დანაშაულების ფაქტზე"" სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის 12 აგვისტოში აღძრეს, ხოლო გასული წლის მაისში გამოძიება განახლდა.



იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის გამოძიება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, ჩავრთეთ საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შედგება", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.



„სპუტნიკ-ოსეტია" წერს, რომ ე.წ.გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა 2 850 ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც „საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალდა".



ამჟამად მიმდინარეობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, ასევე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ამავე კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ. სახელმწიფო დაცვის თანამშრომლების დაკითხვა. „გამოძიების"ფარგლებში დაგეგმილია ექსპერტიზების ჩატარება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016