„ირანი ძალიან პერსპექტიული სახელმწიფოა საქართველოსთვის", - ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ირანთან სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბრისას აცხადებს. როგორც გიორხელიძე „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, ირანთან აკრძალვები საჭირო არ იყო, რადგან ამით საქართველომ საკმაოდ იზარალა.
„არ იყო აკრძალვები საჭირო, რამდენიმე მიზეზის გამო. მაშინაც, როცა დასავლეთის სანქციები ძალიან მძიმე იყო ირანისთვის, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ირანი ძალიან პერსპექტიული სახელმწიფოა საქართველოსთვის. გარდა ეკონომიკური თვალსაზრისისა, არსებობს გარკვეული პოლიტიკური მოტივები, რის გამოც ირანთან კარგი ურთიერთობა მომგებიანია. ჩვენ ირანი არც ტერიტორიებს გვედავება და მასთან რთული ურთიერთობაც დავასრულეთ. ირანი ძალიან სერიოზული ქვეყანაა, პოლიტკურ ასპექტში, თურქეთის საპირწონედ. თურქეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა და საქართველოსთან მიმართებაში გაცილებით აგრესიული მიზნები გააჩნია. ჩვენი გრანტსაყოლილი ჯგუფების მიერ, თურქების აღიქმა როგორც უალტერნატივოდ საქართველოსთვის, პოლიტიკური სიბეცეა. ამდენად, წმინდა ბალანსის თვალსაზრისით, ირანთან მჭიდრო ურთიერთობები აუცილებელია", - განაცხადა გიორხელიძემ.