მსახიობმა მერილ სტრიპმა თავისი ცხოვრებისა და ადამიანთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
„ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა, დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს.
ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.
წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს, ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას;
ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები – სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს.
მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს“, – წერს მერილ სტრიპი.