reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: ვინც ეს პროექტი წამოიწყო, ქართველ საზოგადოებას არ სცემს პატივს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:32
საზოგადოება
ვალერი გელბახიანი: ვინც ეს პროექტი წამოიწყო, ქართველ საზოგადოებას არ სცემს პატივს!
13 თებერვალი, 2016. 11:58


იურისტი ვალერი გელბახიანი სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის „მე და საზოგადოება" შეტანის წინააღმდეგია. „რეპორტიორთან" საუბრისას ის ამბობს, რომ ქართველი ხალხის ისტორიული ცნობიერება და რელიგიური მორალი აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ იდეასთან.

 

„არის ქვეყნები, სადაც მსგავსი საგნები ისწავლება, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები და ისტორიულად ჩამოყალიბებული ცნობიერებაა,  მსგავსი საგნის შეტანა სკოლებში არ არის მართებული. არ შეიძლება, მივბაძოთ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ტრადიციები, მათ განათლება და მსოფლმხედველობა სხვა სისტემაზე აქვთ აგებული.

 

მე არ ვემხრობი ამ საგნის სკოლაში სწავლას, რადგან ეს არ არის ჩემი ქვეყნის საზოგადოების მოთხოვნა. თუ ვინმეს უნდა სწავლა, არსებობს სახელმძღვანელოები და შეუძლია ისწავლოს, მაგრამ ოფიციალურად სასკოლო პროგრამაში არ უნდა იყოს შეტანილი.

 

ქართველი ხალხის ისტორიული ცნობიერება და რელიგიური მორალი აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ იდეასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც ეს პროექტი წამოიწყო, ქართველ საზოგადოებას არ სცემს პატივს", - ამბობს გელბახიანი.




ამასთან, იხილეთ განათლების სამინისტროს განცხადება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=88685


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016