reportiori.ge - პეტრო პოროშენკო: უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 23:34
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა!
ავტორი:
13 თებერვალი, 2016. 16:45


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „რუსეთის აგრესიაა".



უკრაინაში სამოქალაქო ომი კი არა, პუტინის აგრესიაა. ყირიმში სამოქალაქო ომი კი არა, ჯარებია, რომლებმაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს.
რუსეთთან დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს და სირიაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს", - განაცხადა პოროშენკომ.



პოროშენკომ შეახსენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთთან დაწყებულმა დიალოგმა ყირიმის დაცვა ვერ შეძლო.



რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-რუსეთის ურთიერთობა „ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს.



„კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება NATO-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ NATO-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი „სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016