reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: აუცილებელია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დაფასებული იყოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:30
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: აუცილებელია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დაფასებული იყოს!
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 00:59



"ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იყოს დაფასებული, რათა შევინარჩუნოთ საზოგადოების ერთიანობა და კონსოლიდაცია ევროპული ღირებულებების გარშემო", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე ''სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ. " 



დისკუსიის მოდერატორის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის შეკითხვის საპასუხოდ, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი კიდევ ერთხელ განმარტა.



"ჩვენ ვმუშაობთ ქართული საზოგადოების კონსოლიდაციაზე ევროკავშირთან დაკავშირებული მიზნების გარშემო. მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაცია: ჩვენ წარმატებით შევასრულეთ სამოქმედო გეგმის ყველა ტექნიკური მოთხოვნა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არც იყოს პოპულარული ტრადიციულ საზოგადოებაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ძალისხმევის აღიარებას,"-აღნიშნა პრემიერმა.




გიორგი კვირიკაშვილმა ასევე უპასუხა შეკითხვას: რატომ არის ევროპა მიმზიდველი საქართველოსთვის? მისი თქმით, საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და აქვს მხოლოდ ერთი ალტერნატივა-ევროპული მომავალი.



"ჩვენ რა გვაქვს ალტერნატივა, ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირთან დაახლოებისა, ევროპული ღირებულებების შესისხლხორცებისა და ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატიის აშენებისა. სწორედ ამიტომაც არის ჩვენთვის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად. ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა შეუძლებელია, თუ საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ბიზნესმენებს არ ექნებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს ჩვენ მიერ აქამდე მიღწეულ წარმატებების იდეალური გაგრძელება იქნება," - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

წყარო: „interpressnews"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016