ბაია გადაბაძემ „კურიერის" პირდაპირ ეთერში „მაესტროში" ამ დროისთვის არსებულ მდოგმარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, სტრესის მერე ცდილობენ ჩადგნენ ნორმალურ ვითარებაში.
„პარასკევს, საღამოს, 6-ს რომ 3 წუთი აკლდა, გაჩეჩილაძეების ადვოკატმა შეიტანა კიდევ ერთი განცხადება და ეს ყველაფერი დაემსგავსა უკვე იწილო-ბიწილოს. რატომ შეაქვს პერმანენტულად ამ ადამიანს ეს განცხადებები და საჩივრები, ვერ ვხვდები. მაესტროს გარშემო დღეს არსებული მდგომარეობა არის დროებითი და მოჩვენებითი სიმშვიდე.
მოგმართავდით, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით ამდენი ხნის განმავლობაში. დიპლომატიურ კორპუსს ვეუბნები ასეთ რამეს, რომ ჩვენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არასოდეს გავალთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს, თუკი იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო არ იქნება სამართლიანი, ობიექტური და იქნება მხარე," - განააცხად ბაია გადაბაძემ.
წყარო: „რუსთავი2"