შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სუპერმარკეტ "ზღაპარში" მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჩიორა თაქთაქიშვილის მამა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.
„• ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე;
• მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;
• მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;
• სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს ინტერესებში შედიოდეს;
• შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.
P.S. .გაკვირვებული, მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით..."-წერს პერტაია.