reportiori.ge - ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 20:48
საზოგადოება
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 11:28



ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტყუილში დაადანაშაულა.


მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რადგან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით სხვა არჩევანი არ დამრჩენია. თამუნა პირადად მე ძალიან მიყვარს. არის ერთი წესიერი გოგო, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი, ჩემი აზრით. გიორგი მარგველაშვილმა ჩემმა ძმაკაცმა თავიც დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.


როგორც ვასაძემ აღნიშნა, სახელმძღვანელო ჯერ არ არის დამუშავებული, ეს არის სტანდარტი და "ძალიან სწრაფად ცდილობენ, რომ შეცვალონ".


პირველ ვერსიებში რაც იყო, ის ფართხა-ფურთხით წაშალეს. ამობეჭდილი მაქვს და შემიძლია ციტატები წაგიკითხოთ. ყველაფერი რაც პეტიციაში წერია, არის სიმართლე", - განაცხადა ვასაძემ და სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიიდან რამდენიმე ციტატა მაგალითად მოიყვანა.


პეტიციას - "განგაშის ზარები" ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" არ შეიტანონ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ "განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016