reportiori.ge - კონსტიტუციური მონარქია – ისტორიული სამართლიანობა თუ არარეალური ინიციატივა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კონსტიტუციური მონარქია – ისტორიული სამართლიანობა თუ არარეალური ინიციატივა?!
21 ნოემბერი, 2013. 17:20

ბოლო დროს აქტიურად განიხილება საქართველოს კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბების საკითხი.საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამოცდილებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ქვეყანაში განვითარებული კრიზისული მოვლენების გათვალისწინებით, ფართო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებაზე დაყრდნობით, საქართველოს სახელმწიფო წყობა - კონსტიტუციური მონარქია უნდა იყოს. საზოგადოების ნაწილი კი თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივა არარეალური და არარაციონალურია.


 „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ საქართველოში ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს და ბაგრატიონებმა თავიანთი ტახტი უნდა დაიბრუნონ.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიული სამართლიანობისთვის, ეს იქნება ისტორიული ტრადიციებისა და ღირებულებების სიმბოლო. ეს სახელმწიფოებრივადაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ სწორად შევქმნით ბალანსს, აღნიშნული საშუალება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგვარ გარანტიებს მოგვცემს. „ქართული დასი" არის პარტია, რომელიც მხარს უჭერს და ლობირებს საქართველოში კოსნტიტუციური მონარქიის აღდგენას, ჩვენ ვგეგმავთ ამ საკითხებზე სერიოზულ და საქმიან კონსულტაციებს კოლეგებთან, რომლებიც ამის წინააღდმეგნი არ არიან", - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

 


საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია „რეპორტიორთან" საუბარში იმ დამოკიდებულებას გმობს, რომელიც მოქალაქეთა ნაწილს ბაგრატიონების მიმართ გააჩნია.

„ყველაზე მატერიალისტურ, ყველაზე ათეისტურ, ყველაზე ანარქისტულ და ყველაზე ანტიმონარქისტულ საზოგადოებაშიც კი არ მინახავს საკუთარი ქვეყნის სამეფო გვარის წარმომადგენლების მიმართ ისეთი ზიზღი და აგრესია, რაც საქართველოში ზოგიერთის მხრიდან გამოიხატება ბაგრატიონების მისამართით. სხვათაშორის, ეს ის ხალხია, ვისთვისაც სააკაშვილი, როგორც აბსოლუტური მონარქი და სააკაშვილი როგორც მეფეზე მეტი უფლებების მქონე, პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მსჯელობა სამეფო ინსტიტუტის აღდგენაზე უნდა გაგრძელდეს და ამ საკითხზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, მაგრამ ზიღზი არ ტოვებს ადგილს არავითარი დისკუსიისთვის. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი", - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.


 

„რაც თავი მახსოვს, საქართველოში ყოველთვის იყო მონარქიის აღდგენაზე საუბარი. მე ყოველთვის გამოვთქვამდი ჩემს აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოში ამის გაკეთება არარეალისტურად და არარაციონალურად მიმაჩნია. ამის ბევრი მიზეზია. ერთ-ერთი არის ის, ორ საუკუნეზე მეტია, რაც არის წყვეტა მონარქიულ და არამონარქიულ წყლობილებას შორის. არა მგონია, სანამ ცოცხალი ვარ, ეს მოხდეს", - აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე აკეთებს.

 

 

„სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე, ვახტანგ ხმალაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ესპანეთშიც იყო კონსტიტუციური მონარქიის წყვეტა, თუმცა, დღესდღეობით წყობა აღდგენილია და ქვეყანა წინ მიდის. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრი წარმატებული ქვეყნები კონსტიტუციური მონარქიის წყობის არიან.

„პირველ რიგში ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი ყველაზე ძველია მთელ მსოფლიოში, ყოველთვის იყო გამოსვლები სამეფო ოჯახების წინააღმდეგ, ეს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოში. იდეის აქტიური მომხრე ვარ, თუმცა, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება. უნდა ავუხსნათ ხალხს, რა არის კონსტიტუციური მონარქია, ეს შესაძლოა 5-10 წლიანი პროცესი იყოს. გავიხსენებ პატრიარქის სიტყვებს: „მეფე მეფობს და არ მართავს" და დავძენ „ხალხი ირჩევს მთავრობას და მეფე აკონტროლებს მას", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში გია ბურჯანაძემ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016